კლინიკის შესახებ dento lubliana

სტომატოლოგია ნარკოზით საქართველოში დენტოკლუბში დაინერგა. დენტოკლუბი ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ტარდება ბავშვთა და მოზრდილთა დათერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) – "დაძინებით." უკვე 4 წელი გავიდა რაც ეს მეთოდი დანერგილ იქნა ჩვენს მიერ.

დენტოკლუბში ლუბლიანაზე, განთავსებულია უნიკალური საოპერაციო დარბაზი, სადაც ტარდება ზოგადი ანესთეზიის (ნარკოზის) ქვეშ როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული სტომატოლოგიური მანიპულაციები. საოპერაციო დარბაზი აღჭურვილია უნიკალური სანარკოზე, სტომატოლოგიური, სადიაგნოსტიკო აპარატურით. აქვე ტარდება მხიარული გაზით ანუ მალხენი აირით სტომატოლოგიური მკურნალობა როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებსა და მოზრდილებში. მალხენი აირი რეგისტრირებულია სახელმწიფოს მიერ და ის უსაფრთხოა მოხმარებისთვის. დენტო კლუბი ერთადერთი კლინიკა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს მკურნალობა მალხენი აირით.

კლინიკაში ბავშვებისთვის განსაკუთრებულად მზრუნველი გარემოა. მათთვის სპეციალურად მოწყობილია ოთახები სათამაშოებითა და საყვარელი ნივთებით. აქ ყველაფერია გათვალისწინებული იმისთვის, რომ სტომატოლოგთან ვიზიტის მოლოდინი ბავშვმა ბუნებრივ გარემოში გაატაროს. ბავშვთა კაბინეტებში, ისევე, როგორც მოზრდილთა კაბინეტებში ჭერში ტელევიზორის ეკრანებია, სადაც სტომატოლოგიური პროცედურების პარალელურად პაციენტებმა მისთვის სასურველ მულტფილმს ან ფილმს ადევნონ თვალი.
მთავარი ჩვენი პაციენტების კომფორტი, ტკივილის გარეშე ცხოვრება და ჯანმრთელი კბილების შენარჩუნებაა. უახლესი ტექნოლოგიები და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ერთობლიობა, სანიმუშო წესრიგისა და ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას გვაძლევს.

დენტოკლუბი ლუბლიანაზე მსოფლიოში წამყვანი დენტალური აპარატურის მწარმოებელი კომპანიის "Fona"-ს ავტორიზებული კლინიკაა.