თერაპიული სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია ფინური კომპანია \”Planmeca\” -ს უნიკალური სტომატოლოგიური სავარძლებით. ერთერთი გახლავთ მსოფლიოში უნიკალური, სტომატოლოგიური სავარძელი – Planmeca Sovereign – უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების ნაკრები. Planmeca Sovereign-ის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში:
- იდეალურად კომფორტულია პაციენტის მოთავსების კუთხით – რეგულირდება წონის, აღნაგობის და სიმაღლის მიხედვით, მაქსიმალური კომფორტისა და მკურნალობისთვის მოსახერხებელი პოზიციის მისაღებად.
- სავარძელი იღებს თავისა და სხეულის ისეთ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს განსხვავებულ პოზიციონირებას სხვადასხვა მანიპულციების დროს.
- ყველა სტომატოლოგიური ინსტრუმენტი იმართება სენსორული ეკრანითა და უკაბელო პედალირებით, რაც მნიშვნელოვანია ექიმისთვის მკურნალობის პროცესის დროს.
- აპარატის მოწყობილობა თავადვე უზრუნველყოფს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის ინფექციურ კონტროლს და დეზინფექციას.
თერაპიული მკურნალობა ხორციელდება 4 ხელის პრინციპით. მკურნალობას ახორციელებს ექიმი თერაპევტ-სტომატოლოგი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ასევე უმაღლესი განათლების მქონე ექიმი-სტომატოლოგი.
თერაპიული მკურნალობის ძირითადი ასპექტებია:
- უმაღლესი ხარისხის ბჟენები
- ენდოდონტიური მკურნალობა (არხების მკურნალობა) ენდომოტორით, ობტურაცია თერმოფილებით.
- ენდოდონტიური მკურნალობის პროცესი კონტროლდება 3D განზომილებაში.
- კბილების პროფესიონალური წმენდა – ქვებისა და ნადების მოცილება უახლესი, თანამედროვე აპარატურით. აპარატურის გამწმენდი ზედაპირები განსაკუთრებული სიფაქიზით ახდენს კბილის მინანქრის წმენდას და ნაკლებად ტრავმულია ღრძილებსათვის.