კბილების ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ღრძილების მდგომარეობაზე. პაციენტების უმრავლესობას ღრძილების პრობლემები აწუხებთ. ღრძილების დაავადების საწყის ეტაპზე დამახასიათებელია სისხლდენა ღრძილებიდან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში და სხვა. პაროდონტის (კბილის ირგვლივ ქსოვილების კომპლექსი) მძიმე პათოლოგიის დროს კბილები ძალიან ირყევა, რამაც შეიძლება მათი თვითნებური ამოვარდნაც კი გამოიწვიოს. ამიტომაც დენტო კლუბში კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპლექსურ პროცესად მიიჩნევა, რის გამოც წარმატებით დაინერგა ლაზერით და ვექტორით მკურნალობა.
დენტო კლუბში ღრძილების მკურნალობის საუკეთესო შედეგები Vector-ის აპარატით მკურნალობამ განაპირობა. მისი მოქმედება დამყარებულია ფესვის, პაროდონტალური ჯიბის და კბილის ზედაპირის ულტრაბგერულ დამუშავებაზე.
Vector-ის აპარატი საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად მოვაცილოთ ღრძილქვეშა და ღრძილზედა ნადები, დავარღვიოთ ბიოაპკი ატრავმულად, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, რის შემდეგაც სტერილდება მიდამო და სწრაფად ლაგდება ანთება.
Vector-ის აპარატით შესაძლებელია ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც აღენიშნებათ კბილების და ღრძილების მომატებული მგრძნობელობა. ამ მეთოდით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება ქირურგიული ჩარევის გარეშე. Vector-ის აპარატი ახანგრძლივებს იმპლანტის ფუნქციონირებას პირის ღრუში.
პაროდონტიტი ღრძილების ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძვლის პროგრესული დაშლა. ამიტომ კბილების ირგვლივ ჩნდება ცარიელი სივრცეები (პათოლოგიური ჯიბეები), რომლებიც სავსეა ბაქტერიებით და თანდათანობით ღრმად ვრცელდება ქსოვილებში. ამიტომაც მნიშვნელოვანია პაროდონტიტის მკურნალობა, რათა ის არ გადაიზარდოს შეუქცევად პროცესებში. Vector-ით მკურნალობისას შესაძლებელია პაროდონტიტის სრული განკურნება. ის თანამედროვე სტომატოლოგიაში უალტერნატივო მეთოდად მიიჩნევა.