Dentoclub Kazbegi
14a Kazbegi Ave. Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 14 18 14
Dentoclub Ljubljana
Ljubljana Str. 62, Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 23 63 21

ორთოდონტია

თანკბილვის სისწორესა და ესთეტიკურ მხარეზე ზრუნავს ექიმი-ორთოდონტი. ექიმი-ორთოდონტის დახმარებით ღიმილი შესაძლოა გახდეს უფრო მიმზიდველი და ლამაზი. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის ორთოდონტიის მიზანი. სწორი თანკბილვა გარანტიაა ჯანმრთელი კბილების, ღრძილების შესანარჩუნებლად. უმეტეს შემთხვევაში ორთოდონტის ჩარევა განპირობებულია თანკბილვის პათოლოგიის გასწორების მიზნით. კბილების არასწორი განლაგება ხდება მიზეზი კარიესული ღრმულების გაჩენისა, გინგივიტის, პარადონტიტის და პაროდონტოზის განვითარებისა.

ორთოდონტიულ ჩარევას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, 10 წლამდე ბავშვებში თანკბილვის გამოსწორება შესაძლებელია ფირფიტოვანი აპარატითა და LM აქტივატორით.

ადრეულ ასაკში კბილები უფრო დამყოლია და ბრეკეტების ტარების დროც ნაკლებია, შესაბამისად შედეგი მოკლე დროში მიიღწევა.

ბრეკეტ სისტემებში არჩევანი დიდია, ვიყენებთ:

  • მეტალის
  • კერამიკის
  • ცირკონო-კერამიკის ბრეკეტ სისტემებს.

This website stores cookies on your computer. Cookie Policy