Dentoclub Kazbegi
14a Kazbegi Ave. Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 14 18 14
Dentoclub Ljubljana
Ljubljana Str. 62, Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 23 63 21

იმპლანტოლოგია

იმპლანტოლოგია – ეს არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც კბილთა რკალის სხვადასხვა დეფექტის აღდგენა შესაძლებელია დენტალური იმპლანტაციის საშუალებით.

იმპლანტაცია წარმოადგენს მარტივ და უმტკივნეულო პროცედურას, რომლისთვისაც საკმარისია პაციენტის მხოლოდ ამბულატორიული ვიზიტი, ანალოგიურად კბილების ექსტრაქციისა და მკურნალობისა.

იმპლანტაცია არის საშუალება, მიუხედავად პაციენტის ასაკისა, აღვადგინოთ კბილთა რკალის დეფექტი, როგორც ერთეული კბილის, ასევე სრული ადენტიის (კბილების სრული არქონა) დროს. მისი მეშვეობით შეგვიძლია პაციენტს სრულად აღვუდგინოთ კბილთა რკალი ან ზოგ შემთხვევაში გავუადვილოთ მოსახსნელი პროთეზის ხმარება და გამოვიყენოთ პროთეზის დასაფიქსირებლად, რაც ძალიან ხშირად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პროთეზირებისას.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, დენტალური იმპლანტი – ეს არის ტიტანისაგან დამზადებული ე.წ. “ხელოვნური ფესვი”, რომელსაც ვნერგავთ ადამიანის ყბის ძვალში და მასზე შემდგომ შესაძლებელი ხდება კბილის დამაგრება.

იმპლანტაციას აქვს მთელი რიგი უპირატესობები პირის ღრუს დეფექტების აღდგენის სხვა მეთოდებთან შედარებით:

  •  არ დგება საღი კბილების დეპულპაციის და დაზიანების საჭიროება.
  • პაციენტი ისე ეგუება და იყენებს იმპლანტს, როგორც საკუთარ კბილს.
  • მასზე მარტივია გვირგვინის დამაგრება.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია მთლიანად უარი ვთქვათ მოსახსნელი პროთეზის გამოყენებაზე, რომელთანაც შეგუება ბევრი პაციენტისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ჰიგიენის წესების სრულყოფილი დაცვისას და სისტემური დაავადებების არ არსებობის შემთხვევაში იმპლანტის მოხმარების ვადა ხანგრძლივია და სტატისტიკურად ორ ათეულ წელს აღემატება.

 

იმპლანტაციის წარმატებით განხორციელებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი და აუცილებელია პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის წინასწარი სრულყოფილი კვლევის ჩატარება, რის საშუალებასაც კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია ე.წ. 3D გამოკვლევა იძლევა.

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ფინური წარმოიების PLANMECA-PROMAX 3D ფირმის კომპიუტერული ტომოგრაფიით, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სრულყოფილი და მაღლკვალიფიციური დიაგნოსტიკა.

This website stores cookies on your computer. Cookie Policy