Dentoclub Kazbegi
14a Kazbegi Ave. Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 14 18 14
Dentoclub Ljubljana
Ljubljana Str. 62, Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 23 63 21

ბავშვთა სტომატოლოგია

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა სტომატოლოგიას დათმობილი აქვს ცალკე განყოფილება. ყველა ჩვენი თერაპევტი სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიცირებულია. ბავშვთა სტომატოლოგიაში მკურნალობისას ვიყენებენთ მსოფლიოში წამყვან მწარმოებელთა მასალებს, რომელებიც კერძოდ ბავშვებისთვის არის შექმნილი. ჩვენს კლინიკაში არსებობს ყველა პირობა იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა მშვიდ და მხიარულ გარემოში იმკურნალოს.

ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს:

  • პირის ღრუს მოვლის შესწავლას და ჰიგიენის დაცვას.
  • ფისურების ჰერმეტიზაციას (პროცედურა კარიესის პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა ტიპის ბჟენებით, მათ შორის ფერადი ბჟენებითაც);
  • სარძევე და მუდმივი კბილების მკურნალობას;
  • სარძევე და მუდმივი კბილების ექსტრაქციას;
  • ორთოდონტიულ მკურნალობას.

ალბათ აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ ლამაზი ღიმილი ჩვენი სავიზიტო ბარათია და ამაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ. მცდარია მოსაზრება იმაზე, რომ სარძევე კბილებს არ სჭირდება მოვლა. პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა მოხდეს არა უგვიანეს 3-4 წლის ასაკისა. დასავლეთში სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი აუცილებელია დაბადებისთანავე. სარძევე კბილის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ცვლილებები მუდმივი კბილის ჩანასახში, რაც შემდგომ თანკბილვის პათოლოგიას იწვევს. აქედან გამომდინარე პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგთან ვიზიტი, ბავშვის ადრეულ ასაკში, არა მარტო სასურველია არამედ აუცილებელიც არის. ეს არის საუკეთესო გზა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები და ხარჯები.

This website stores cookies on your computer. Cookie Policy