Dentoclub Kazbegi
14a Kazbegi Ave. Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 14 18 14
Dentoclub Ljubljana
Ljubljana Str. 62, Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 23 63 21

ჩვენ შესახებ

იმ გარემოში, სადაც ყოველი პროცედურა ახალი თაობის მუდმივად განახლებადი აპარატურის გამოყენებას უკავშირდება, სადაც ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, მთავარ ღირებულებად ისევ ადამიანი რჩება. დენტოკლუბში მოხვედრისთანავე ჩანს რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

კლინიკის მყუდრო და კომფორტულ გარემოს, ჰიგიენური ნორმების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. უნიკალური სასტერილიზაციო სისტემები, მუდმივი კონტროლი და სადეზინფექციო-ჰიგიენური ზედამხედველობა განსაკუთრებულ რანგშია აყვანილი. ყოველი ინსტრუმენტი სტერილიზაციის რამდენიმე ეტაპს გადის. ამ პროცესზე ხომ ჩვენი თანამოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ყველა კაბინეტი ინდივიდუალურია და პაციენტის მიღების შემდეგ განსაკუთრებულ დამუშავებას ექვემდებარება. ზედაპირების დასამუშავებლად მხოლოდ ფრანგული უმაღლესი ხარისხის ხსნარები გამოიყენება.

უნიკალური სადიაგნოსტიკო აპარატურა კლინიკის სავიზიტო ბარათია. სწორად დასმული დიაგნოზი, მდგომარეობის ადექვატური შეფასება, მკურნალობის ეტაპების კონტროლი მაღალი ხარისხის სამუშაოს შესრულებისა და სწორი მკურნალობის გარანტია. ამიტომაც კლინიკა აღჭურვილია უნიკალური დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფიით Planmeca ProMax 3D, ორთოპანტომოგრაფიისა და ვიზიოგრაფიის აპარატით. უზუსტესი სამგანზომილებიანი დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებით არის შესაძლებელი და მორგებულია ბავშვთა და ორსულთა საჭიროებებსაც.

მკურნალობა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალით ტარდება, რაც მრავალწლიან შედეგებზეა გათვლილი და სრულად აკმაყოფილებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს, გაიდლაინებსა და პროტოკოლებს.

დენტოკლუბში ყველაფერია პაციენტის კომფორტის, სიმშვიდისა და კვალიფიციური მკურნალობისთვის.

 

This website stores cookies on your computer. Cookie Policy