Dentoclub Kazbegi
14a Kazbegi Ave. Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 14 18 14
Dentoclub Ljubljana
Ljubljana Str. 62, Tbilisi, Georgia,
info@dentoclub.ge
Ph: 0322 23 63 21

ქირურგია

დენტოკლუბში განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული კბილის შენარჩუნებისკენ, თუმცა მისი ამოღება ხანდახან გარდაუალი პროცედურაა. კბილის ექსტრაქცია (ამოღება) ხორციელდება სრული გაუტკივარებით. ის იძლევა საშუალებას სრულიად უმტკივნეულოდ განხორციელდეს კბილის ამოღება. ანესთეზიის კუთხით აქტიურად გამოიყენება კომპიუტერული STA ანესთეზია. ჩვენი კლინიკის ქირურგები ყველა ღონეს ხმარობენ ექსტრაქციის დროს არ დააზიანონ ძვლოვანი სტრუქტურა, რაც საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ, საჭიროების მიხედვით წარმატებით ჩატარდეს დენტალური იმპლანტაცია. ასევე სრულიად უმტკივნეულოდ ტარდება სრული და არასრული რეტენციები.

დენტოკლუბი ერთერთი პირველი იყო საქართველოს სტომატოლოგიურ სივრცეში, ვინც დანერგა დიოდური ლაზერის გამოყენება. დიოდური ლაზერი საშუალებას იძლევა ჩატარდეს უსისხლო ოპერაციები პირის ღრუში

  • ენისა და ტუჩის ლაგამის კორექცია
  • გიგნგივოტომია და გინგივექტომია
  • ეპულისისა და სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ამოკვეთა და სხვა.

დენტო კლუბში მაღალკვალიფიციურად ტარდება სტომატოლოგიური ქირურგიის ყველა პროცედურა.

მოსახლეობაში სტომატოლოგთან ვიზიტი ასოცირდება ტკივილთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან, ეს პრობლემა დენტოკლუბში სრულად მოხსნილია.

კომპიუტერული საანესთეზიო სისტემა ამსხვრევს ნემსის ჩხვლეტასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს – ტკივილს ჩხვლეტისას, ენისა და ირგვლივმდებარე ქსოვილების ტოტალურ დაბუჟებას, განმეორებითი ჩხვლეტის საჭიროებას.

კომპიუტერული სისტემა თავად არეგულირებს შესაყვანი საანესთეზიო ნივთიერების რაოდენობას, ისე რომ ანესთეზია არის მაქსიმალურად მდგრადი, ეფექტური და აბსოლუტურად უმტკივნეულო. ამ სისტემის გამოყენება თავიდან გვაცილებს ჩხვლეტის შემდგომ გართულებებს, მათ შორის ისეთს როგორიცაა ჰემატომა (სისხლჩაქცევა).

This website stores cookies on your computer. Cookie Policy