დენტო კლუბში ორთოპედიული მკურნალობა მოიცავს ყველა იმ მიმართულებას და ტექნოლოგიას, რაც ხორციელდება ამ ეტაპზე სტომატოლოგიაში.
ერთერთი ულტრათანამედროვე ტექნოლოგია და ბოლო სიტყვა გახლავთ ცერეკ-ტექნოლოგია.
დენტოკლუბი აღჭურვილია უახლესი წარმოების ცერეკ (cerec) ტექნოლოგიის აპარატურით.
ცერეკი (cerec) – უახლესი აპარატია კბილის გვირგვინის კომპიუტერული რეკონსტრუქციისთვის. ის ჩანართის, ვინირის ან გვირგვინის დამზადების საშუალებას იძლევა პაციენტის ერთ ვიზიტზე. ცერეკ-სისტემა სრულად კომპიუტერულია და ზუსტად ახდენს სკანირებას, რაც გამორიცხავს რაიმე სახის შეცდომას მოდელირებისას.
ცერეკის მრავალ უპირატესობათა შორის ერთერთი უპირატესობაა პაციენტის მონაწილეობა კბილის ფორმის და ფერის შერჩევაში. პაციენტს აქვს შესაძლებლობა თვალი ადევნოს კომპიუტერული მოდელირების პროცესს, რითაც ის ჩართულია გვირგვინის მომზადების პროცესში. ცერეკის შესაძლებლობები შეუზღუდავია და მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ფერის და ფორმის კბილების შერჩევა. ცერეკის კბილების მომზადებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მკურნალობის უმოკლესი პერიოდი გასაოცარი შედეგის – ულამაზესი კბილების მისაღებად.
ცერეკის საშუალებით ვინარჩუნებთ ცოცხალ კბილებს, ულამაზესი ღიმილით კი ვანაცვლებთ კბილების არასწორი დგომით, არასასურველი ფორმით, ფერითა და დეფექტებით შექმნილ დისკომფორტს. ცერეკის (cerec) კბილები სრულად შეესაბამება ბუნებრივ კბილებს. თანამედროვე მეთოდებით ცერეკის ჩანართები სრულად ანაცვლებს ბჟენით მკურნალობასაც.
ასევე გარკვეული საჭიროებების გათვალისწინებით მივმართავთ მეტალოკერამიკული და ცირკონიუმის ოქსიდზე დამზადებული ხელოვნური გვირგვინების სხვადასხვა კონსტრუქციებით მკურნალობას.
ვიყენებთ მხოლოდ მაღალხარისხიანი ევროპული ხარისხის მასალით მომზადებულ ცირკონიუმის ოქსიდის გვირგვინებს. გვირგვინების მოსამზადებლად გამოსაყენებელი აპარატურა უზრუნველყოფს ანატომიური სიზუსტის გვირგვინების დამზადებას, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული სიმტკიცე და ბიოთავსებადობა ადამიანის ორგანიზმთან, უარყოფითად არ მოქმედებს ღრძილებზე და ორგანიზმის მიერ აღიქმება როგორც ბუნებრივი კომპონენტი. ცირკონიუმის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინების სხვა უპირატესობებია:
- არ იწვევს ალერგიას
- ვიზუალურად არ განსხვავდება ბუნებრივი კბილისაგან
- გამოირჩევა სიმტკიცით და ამავდროულად სიმსუბუქით
- არ ურთიერთქმედებს ნერწყვთან და საკვებ პროდუქტებთან, უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს