ტექნოლოგიები

დენტოკლუბში თანამედროვე ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დენტოკლუბი ლუბლიანაზე აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი კომპანიის FONA-ს მიერ წარმოებული ბოლო თაობის სტომატოლოგიური სავარძლებითა და სადიაგნოსტიკო აპარატურით. 

აპარატი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ კვლევები დიაგნოსტიკისთვის, იმპლანტაციის დაგეგმვისთვის, არხების თერაპიული diagnostikaმკურნალობისთვის. მისი უპირატესობებია:

  • უმცირესი ზომის პათოლოგიების პრევენციული დიაგნოსტიკა
  • უზუსტესი სამგანზომილებიანი ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებით
  • იმპლანტაციის სრული ვირტუალური დაგეგმარება
  • ყბა-სახის მიდამოს ფრაგმენტული და სრული ტომოგრაფია
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, ჰაიმორის ღრუს, ცხვირის და ყურის მიდამოს, კისრის მალების ტომოგრაფია
  • სპეციალური პროგრამული რეჟიმები ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ორსულებისთვის - ერთჯერადი მინიმალური დასხივებით, რაც რამდენიმე ათეულჯერ მცირეა სტანდარტულ კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით.
  • პაციენტს 3D კვლევის შედეგები გადაეცემა დისკზე ჩაწერილი.

საოერაციო აღჭურვილია ბოლო თაობის საანესთეზიო, თერაპიული სტომატოლოგიური მკურნალობისთვის საჭირო აპარატებით, ინსტრუმენტებით, სადიაგნოსტიკო აპარატით და სხვა.

დენტოკლუბი ლუბლიანაზე FONA-ს ავტორიზებული კლინიკაა საქართველოში.

უახლესი (cerec) ცერეკ-ტექნოლოგიის აპარატი

ცერეკი (cerec) – უახლესი აპარატია კბილის გვირგვინის კომპიუტერული რეკონსტრუქციისთვის. ის ჩანართის, ვინირის ან გვირგვინის დამზადების საშუალებას იძლევა პაციენტის ერთ ვიზიტზე. ცერეკ-სისტემა სრულად კომპიუტერულია და ზუსტად ახდენს სკანირებას, რაც გამორიცხავს რაიმე სახის შეცდომას მოდელირებისას.

ცერეკის საშუალებით ნარჩუნდება ცოცხალი კბილები, ულამაზესი ღიმილი კი ანაცვლებს კბილების არასწორი დგომით, არასასურველი ფორმით, ფერითა და დეფექტებით შექმნილ დისკომფორტს. ცერეკის (cerec) კბილები სრულად შეესაბამება ბუნებრივ კბილებს. თანამედროვე მეთოდებით ცერეკის ჩანართები სრულად ანაცვლებს ბჟენით მკურნალობასაც.

სტერილიზაცია და პაციენტის უსაფრთხოება

დენტოკლუბში სტერილიზაციისა და უსაფრთხო მკურნალობის უპრეცედენტო ნორმებია. სტომატოლოგიური ინსტრუმენტები დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის: ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაცია, თერმული სტერილიზაცია, ავტოკლავით სტერილიზაცია.
ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაციისას სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ქიმიური დამუშავება ხორციელდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფრანგული სასტერილიზაციო საშუალებებით.
სტომატოლოგიური ინსტრუმენტების თერმული და ავტოკლავირებით დამუშავებისთვის კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატებით:
სტომატოლოგიური იარაღები - ბუნიკები სტერილდება ბუნიკების სასტერილიზაციო, გერმანული ფირმა “MELAG“ სპეციალური აპარატით.

შეფუთული სტერილური ინსტრუმენტები პაციენტის მიღებამდე ინახება ბაქტერიოციდული ნათურებით აღჭურვილ სტერილიზაციის კამერებში.

შეფუთული სტერილური ინსტრუმენტები იხსნება პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მანიპულაციის დაწყებამდე.
ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში განლაგებულია ბაქტერიოციდული ნათურები.
ყოველი პაციენტის მიღების შემდეგ კაბინეტი საგანგებოდ მუშავდება შემდეგი პაციენტის მიღებამდე, როგორც სადეზინფექციო საშუალებებით ასევე ბაქტერიოციდული ნათურების გამოყენებით.

გარდა სტერილური ინსტრუმენტებისა, გამოიყენება ერთჯერადი აქსესუარები და სამედიცინო ინვენტარი: ნერწყვგამწოვი, ხელთათმანები, პირპადეები, შპრიცები, გულსაფარი და სხვა.

კლინიკა მუდმივად მიმართავს ინფექციური კონტროლის სხვადასხვა ღონისძიებებს. აწარმოებს სამუშაო არეალის ინფექციურ კონტროლს, შესაბამისი სპეციალიზაციის ლაბორატორიის დახმარებით.