თერაპია 
თერაპიული სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია კომპანია "Fona" -ს უნიკალური სტომატოლოგიური სავარძლებით.
თერაპიული მკურნალობა ხორციელდება 4 ხელის პრინციპით. მკურნალობას ახორციელებს ექიმი თერაპევტ-სტომატოლოგი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ასევე უმაღლესი განათლების მქონე ექიმი-სტომატოლოგი.
თერაპიული მკურნალობის ძირითადი ასპექტებია:
- უმაღლესი ხარისხის ბჟენები
- ენდოდონტიური მკურნალობა (არხების მკურნალობა) ენდომოტორით, ობტურაცია თერმოფილებით.
- ენდოდონტიური მკურნალობის პროცესი კონტროლდება 3D განზომილებაში.
- კბილების პროფესიონალური წმენდა - ქვებისა და ნადების მოცილება უახლესი, თანამედროვე აპარატურით. აპარატურის გამწმენდი ზედაპირები განსაკუთრებული სიფაქიზით ახდენს კბილის მინანქრის წმენდას და ნაკლებად ტრავმულია ღრძილებსათვის.