ნარკოზით თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა

 

სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტოკლუბი“ უკვე 6 წელია რაც ქართულ სტომატოლოგიურ სივრცეში ინოვაციების დანერგვითა და უახლესი ტექნოლოგიებით გამოირჩევა. ამ ხნის მანძილზე გამოჩნდა, რომ კვლავ აქტუალურია შიში სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ. დღესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი კვლავაც ვერ ახერხებს გადალახოს სტომატოლოგთან ვიზიტის შიში და სტომატოლოგიურ მანიპულაციებთან დაკავშირებული ტკივილის სტერეოპტიპი.

განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებსაც სტომატოლოგთან ხანგრძლივად დაყოვნება, ექიმის მითითებების შესრულების  შესაძლებლობა  არ გააჩნიათ, წლების მანძილზე დაზიანებული, მტკივნეული კბილებით, პირის ღრუს დაავადებებით უწევთ ცხოვრება.

უკვე 3 წელია დენტოკლუბმა დანერგა სრულიად ახალი მიმართულება საქართველოში სტომატოლოგია - ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით). ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ერთ ეტაპად, სტრესისა და დაძაბულობის გარეშე მიმდინარეობს თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა, პირის ღრუს სრული გაჯანსაღება.  

narkozit mkurnaloba

ნარკოზით სტომატოლოგიის გაფართოვების მიზნით კლინიკამ   გახსნა ფილიალი ლუბლიანაზე, სადაც სტომატოლოგიური მკურნალობისთვის უნიკალური პირობებია. კლინიკა აღიჭურვა უახლესი საანესთეზიო, სადიაგნოსტიკო და სტომატოლოგიური აპარატურით. ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებისთვის, როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. კლინიკის უნიკალური საოპერაციო ბლოკი იძლევა საშუალებას ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მყოფ პაციენტს ჩაუტარდეს სრული თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მკურნალობა, ადგილზე დიაგნოსტირებით. 

ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობა მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებისათვის, რომელთაც სტომატოლოგთან ხანგრძლივი ვიზიტი, სტომატოლოგიურ სავარძელში ხარგრძლივად დაყოვნება არ შეუძლიათ.

მას მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა რამდენიმე კბილის მკურნალობა. ასეთ დროს ერთ მომენტად ხორციელდება პირის ღრუს სრული სანაცია (გაჯანსაღება), მიმდინარეობს ერთეული და/ან მრავლობითი კარიესის მკურნალობა, პროფესიონალური წმენდა - კბილები იწმინდება ქვებისა და ნადებებისაგან, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა - კბილების ამოღება. მომსახურება ხორციელდება როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

ნარკოზისთვის გამოიყენება ევროპული, საუკეთესო ხარისხის სანარკოზე, საანესთეზიო მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ნაკლები გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

 ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობისას ექიმების ბრიგადა წარმოდგენილია ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგით, თერაპევტ სტომატოლოგით და საჭიროებისამებრ ქირურგი სტომატოლოგით. ბრიგადას ასისტენტირებას უწევენ ასევე უმცროსი ექიმები.