მალხენი აირით სტომატოლოგიური მკურნალობა საქართველოში პირველად დენტოკლუბში დაიწყო. დენტოკლუბი საქართველოში ერთადერთი კლინიკაა, რომელმაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დაარეგისტრირა და მოიპოვა უფლება საქართველოში შემოეტანა და გამოეყენებინა აზოტის ქვეჟანგი - მალხენი აირი.
ის აქტიურად გამოიყენება სტომატოლოგიაში როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში, ისრაელსა და რუსეთში.
მალხენი აირი უალტერნატივო საშუალებაა იმ ბავშვებისთვის, რომელებთანაც მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია მათი პანიკური შიშისა და დაუმორჩილებლობის გამო. მალხენი აირის მიწოდებისას პაციენტი გონებაზეა, ემორჩილება ექიმის მითითებებს და ხელს არ უშლის მკურნალობის პროცესს, აძლევს ექიმს მკურნალობის ჩატარების საშუალებას. არ იწვევს მიჩვევას და სწრაფად (მიწოდების შეწყვეტიდან 3-5 წუთში) გამოდის ორგანიზმიდან. მკურნალობის დასრულებისთანავე პაციენტი ჩვეულ მდგომარეობაშია. მისი გამოყენება რეკომენდებულია 5-6 წლის ასაკიდან.
მალხენი აირით სტომატოლოგიურ მკურნალობას მიმართავენ ზრდასრული პაციენტებიც პანიკური შიშისა და დაძაბულობის მოსახსნელად. მალხენ აირს ძირითადად ვიყენებთ კბილების ექსტრაქციისას (ამოღებისას) და ზედაპირული კარიესის სამკურნალოდ. მისი გამოყენება რეკომენდებულია ერთ პროცედურაზე არაუმეტეს 1 საათის ხანგრძლივობით.
პროცესს მართავს ექიმი-ანესთეზიოლოგი. მალხენი აირით მკურნალობა უსაფრთხოა სწორი მეთოდოლოგიით გამოყენების შემთხვევაში.