სატექნიკო ლაბორატორიის პრეზენტაცია

სატექნიკო ლაბორატორიის პრეზენტაცია

2011 წლის სექტემბერში მოეწყო დენტო კლუბის სატექნიკო ლაბორატორიის პრეზენტაცია, რომელიც ჩაატარა ავსტრიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა. დენტო კლუბის სატექნიკო ლაბორატორია აღიჭურვა ავსტრიულ-გერმანული ფირმა „AMANNGIRRBACH“ -ის ბოლო თაობის ციფრული ორთოპედიული სატექნიკო ლაბორატორიით, 3D სკანერით, რომელიც იძლევა საშუალებას ზედმიწევნით ზუსტად იქნეს მოდელირებული და დამზადებული ცირკონის ოქსიდის კერამიკული გვირგვინი.

ამ ტექნოლოგიის საშუალებით, შემცირდა სამუშაოს შესრულების ვადები, ის პროცედურები, რომლებსაც ხანდახან სჭირდებოდა ათი დღე, დღეს შესაძლებელია დასრულდეს ორ-სამ დღეში. ახალი სატექნიკო ლაბორატორიის წყალობით, მეტალო-კერამიკის გვირგვინთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა მისი ვიზუალურ-კოსმეტიკური ეფექტი. ცირკონის ოქსიდის კერამიკული გვირგვინები არ განსხვავდება კბილის ბუნებრივი გვირგვინებისაგან.

უკან დაბრუნება