კარლ ცაისის (Carl Zeiss) დენტალური მიკროსკოპით ენდოდონტიური მკურნალობა

კარლ ცაისის (Carl Zeiss) დენტალური მიკროსკოპით ენდოდონტიური მკურნალობა

კარლ ცაისის (Carl Zeiss) დენტალური მიკროსკოპის გამოყენებით კბილების ენდოდონტიური მკურნალობა დენტოკლუბში

უკვე კბილის პულპის და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობა კარლ ცაისის (Carl Zeiss) უმაღლესი ხარისხის დენტალური მიკროსკოპის ქვეშ მიმდინარეობს.

სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრატანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე.

მიკროსკოპი ახორციელებს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.

წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.

მიკროსკოპის უპრატესობებია:
• ადვილად აღმოვაჩინოთ არხების შესასვლელი, კბილის ქსოვილის მაქსიმალური დაზოგვით. 
• დავადგინოთ დამატებითი არხების და ანატომიური თავისებურებები. 
• გავაკონტროლოთ არხიდან პულპის და ნეკროზული მასების გამოდევნა, რაც გვიცავს მეორადი ინფიცირებისგან. 
• მოვაშოროთ დენტიკლები და კალციფიკატები, რაც ართულებს არხებთან მისადგომის შექმნას. 
• მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია კბილზე ბზარების და მოტეხილობის ხაზის დადგენა. 
• განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში მას შეუცვლელი როლი ენიჭება. ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეებს მარტივად ვუმკლავდებით.

უკან დაბრუნება