მსოფლიოში სწრაფად ვითარდება სტომატოლოგიური ტექნოლოგიები. დენტოკლუბში თანამედროვე ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მუდმივად ხდება აპარატურის განახლება. კლინიკა 6 წელია რაც გაიხსნა და უკვე მოხდა ინფრასტრუქტურის, აპარატურის განახლება. დენტოკლუბი აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი ფინური ბრენდის "Planmeca"-ს სტომატოლოგიური სავარძლებით, სადიაგნოსტიკო აპარატურით ვიზიოგრაფიით, ორთოპანტომოგრაფიის და დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატებით.
კარლ ცაისის (Carl Zeiss) დენტალური მიკროსკოპის გამოყენებით კბილების ენდოდონტიური მკურნალობა დენტოკლუბში
უკვე კბილის პულპის და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობა კარლ ცაისის (Carl Zeiss) უმაღლესი ხარისხის დენტალური მიკროსკოპის ქვეშ მიმდინარეობს.
სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრატანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე.
მიკროსკოპი ახორციელებს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.
წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.
მიკროსკოპის უპრატესობებია:
• ადვილად აღმოვაჩინოთ არხების შესასვლელი, კბილის ქსოვილის მაქსიმალური დაზოგვით.
• დავადგინოთ დამატებითი არხების და ანატომიური თავისებურებები.
• გავაკონტროლოთ არხიდან პულპის და ნეკროზული მასების გამოდევნა, რაც გვიცავს მეორადი ინფიცირებისგან.
• მოვაშოროთ დენტიკლები და კალციფიკატები, რაც ართულებს არხებთან მისადგომის შექმნას.
• მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია კბილზე ბზარების და მოტეხილობის ხაზის დადგენა.
• განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში მას შეუცვლელი როლი ენიჭება. ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეებს მარტივად ვუმკლავდებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია:
მსოფლიოში უნიკალური, სტომატოლოგიური სავარძელი - Planmeca Sovereign - უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების ნაკრები.
Planmeca Sovereign-ის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში:
აპარატი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ კვლევები დიაგნოსტიკისთვის, იმპლანტაციის დაგეგმვისთვის, არხების თერაპიული მკურნალობისთვის. მისი უპირატესობებია:
ცეფალომეტრია გამოიყენება სახის ჩონჩხის დიაგნოსტიკისთვის. მისი საშუალებით ხდება ქალასთან მიმართებაში ზედა და ქვედა ყბის სწორი მდებარეობის, კბილთა დახრილობის დადგენა, აგრეთვე სახის რბილი ქსოვილების შეფასება. ცეფალომეტრია საუკეთესო სადიაგნოსტიკო საშუალებაა ორთოდონტიული მკურნალობის დასადგენად. მისი დახმარებით ექიმი-ორთოდონტი ადგენს მკურნალობის ზუსტ გეგმას და ხანგრძლივობას.
ცერეკი (cerec) – უახლესი აპარატია კბილის გვირგვინის კომპიუტერული რეკონსტრუქციისთვის. ის ჩანართის, ვინირის ან გვირგვინის დამზადების საშუალებას იძლევა პაციენტის ერთ ვიზიტზე. ცერეკ-სისტემა სრულად კომპიუტერულია და ზუსტად ახდენს სკანირებას, რაც გამორიცხავს რაიმე სახის შეცდომას მოდელირებისას.
ცერეკის საშუალებით ნარჩუნდება ცოცხალი კბილები, ულამაზესი ღიმილი კი ანაცვლებს კბილების არასწორი დგომით, არასასურველი ფორმით, ფერითა და დეფექტებით შექმნილ დისკომფორტს. ცერეკის (cerec) კბილები სრულად შეესაბამება ბუნებრივ კბილებს. თანამედროვე მეთოდებით ცერეკის ჩანართები სრულად ანაცვლებს ბჟენით მკურნალობასაც.
დენტოკლუბში სტერილიზაციისა და უსაფრთხო მკურნალობის უპრეცედენტო ნორმებია. სტომატოლოგიური ინსტრუმენტები დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის: ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაცია, თერმული სტერილიზაცია, ავტოკლავით სტერილიზაცია.
ქიმიური ანუ ცივი სტერილიზაციისას სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ქიმიური დამუშავება ხორციელდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფრანგული სასტერილიზაციო საშუალებებით.
სტომატოლოგიური ინსტრუმენტების თერმული და ავტოკლავირებით დამუშავებისთვის კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატებით:
სტომატოლოგიური იარაღები - ბუნიკები სტერილდება ბუნიკების სასტერილიზაციო, გერმანული ფირმა “MELAG“ სპეციალური აპარატით.
შეფუთული სტერილური ინსტრუმენტები პაციენტის მიღებამდე ინახება ბაქტერიოციდული ნათურებით აღჭურვილ სტერილიზაციის კამერებში.
შეფუთული სტერილური ინსტრუმენტები იხსნება პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მანიპულაციის დაწყებამდე.
ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში განლაგებულია ბაქტერიოციდული ნათურები.
ყოველი პაციენტის მიღების შემდეგ კაბინეტი საგანგებოდ მუშავდება შემდეგი პაციენტის მიღებამდე, როგორც სადეზინფექციო საშუალებებით ასევე ბაქტერიოციდული ნათურების გამოყენებით.
გარდა სტერილური ინსტრუმენტებისა, გამოიყენება ერთჯერადი აქსესუარები და სამედიცინო ინვენტარი: ნერწყვგამწოვი, ხელთათმანები, პირპადეები, შპრიცები, გულსაფარი და სხვა.
კლინიკა მუდმივად მიმართავს ინფექციური კონტროლის სხვადასხვა ღონისძიებებს. აწარმოებს სამუშაო არეალის ინფექციურ კონტროლს, შესაბამისი სპეციალიზაციის ლაბორატორიის დახმარებით.