თერაპია

თერაპიული სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია ფინური კომპანია "Planmeca" -ს უნიკალური სტომატოლოგიური სავარძლებით. ერთერთი გახლავთ მსოფლიოში უნიკალური, სტომატოლოგიური სავარძელი - Planmeca Sovereign - უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების ნაკრები. Planmeca Sovereign-ის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში:soveren

  1. იდეალურად კომფორტულია პაციენტის მოთავსების კუთხით - რეგულირდება წონის, აღნაგობის და სიმაღლის მიხედვით, მაქსიმალური კომფორტისა და მკურნალობისთვის მოსახერხებელი პოზიციის მისაღებად.
  2. სავარძელი იღებს თავისა და სხეულის ისეთ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს განსხვავებულ პოზიციონირებას სხვადასხვა მანიპულციების დროს.
  3. ყველა სტომატოლოგიური ინსტრუმენტი იმართება სენსორული ეკრანითა და უკაბელო პედალირებით, რაც მნიშვნელოვანია ექიმისთვის მკურნალობის პროცესის დროს.
  4. აპარატის მოწყობილობა თავადვე უზრუნველყოფს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის ინფექციურ კონტროლს და დეზინფექციას.

თერაპიული მკურნალობა ხორციელდება 4 ხელის პრინციპით. მკურნალობას ახორციელებს ექიმი თერაპევტ-სტომატოლოგი, რომელსაც ასისტენტობას უწევს ასევე უმაღლესი განათლების მქონე ექიმი-სტომატოლოგი.

თერაპიული მკურნალობის ძირითადი ასპექტებია:

  • უმაღლესი ხარისხის ბჟენები
  • ენდოდონტიური მკურნალობა (არხების მკურნალობა) ენდომოტორით, ობტურაცია თერმოფილებით.
  • ენდოდონტიური მკურნალობის პროცესი კონტროლდება 3D განზომილებაში.
  • კბილების პროფესიონალური წმენდა - ქვებისა და ნადების მოცილება უახლესი, თანამედროვე აპარატურით. აპარატურის გამწმენდი ზედაპირები განსაკუთრებული სიფაქიზით ახდენს კბილის მინანქრის წმენდას და ნაკლებად ტრავმულია ღრძილებსათვის.