ლაზერი სტომატოლოგიაშიlazerit mkurnaloba

პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, რამდენად უსაფრთხოა ლაზერი ადამიანისთვის? ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ვაჩვენოთ ელექტრომაგნიტური სპექტრის ცხრილი, სადაც ნათლად ჩანს, რომ დიოდური ლაზერი მიეკუთვნება ხილვად ტალღებს და მისი სიგრძეა 630-830 ნმ უმს-გამოსხივება. ტელე და რადიო სიხშირეები უფრო მავნეა ადამიანისთვის, ვიდრე სტომატოლოგიური ლაზერიდან გამომავალი. ეს საშუალებას გვაძლევს, ლაზერით ჩავატაროთ ყველა სტომატოლოგიური მანიპულაცია - ქირურგიული, პაროდონტოლოგიური, თერაპიული და ორთოპედიული.

ლაზერული სტომატოლოგია სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. მისი დახმარებით შეიძლება ვუმკურნალოთ ღრძილებს, ჩავატაროთ უსისხლო ოპერაციები, ხელი შევუწყოთ იმპლანტების შენარჩუნებას.

ლაზერის უპირატესობაა:

  • სამუშაო არეალის უსისხლოდ შენარჩუნება;
  • მოხმარების სისწრაფე და სიმარტივე;
  • ჭრილობის სტერილურობა;
  • არ საჭიროებს ნაკერებს;
  • მკვეთრად მცირდება ტკივილი;
  • ოპერაციის შემდგომ სისხლდენა არ გრძელდება;
  • ჭრილობა სწრაფად ხორცდება;
  • მინიმალურია შესიება და ნაწიბური;
  • სტერილიზებულია კარიესული ღრუები, არხები და ფისურები (კბილის ზედაპირზე არსებული ჩანაჭდევები);
  • გართულებათა შემდგომ მკურნალობა, პერიაპიკალური ქსოვილები სწრაფად ხორცდება;
  • ხდება მინანქრის ჰიპერსთეზიის მკურნალობა;
  • სტომატიტისა და ჰერპეს-ინფექციის მკურნალობა;
  • ღრმა კარიესის დროს შესაძლებელია ნერვის შენარჩუნება.