ესთეტიკური სტომატოლოგია

flow

პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენა უკვე დიდი ხანია ჩვენი კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს კომპლექსური დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში, რომელიც ხშირია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში (კარიესი, პულპიტი, პერიოდონტიტი, პაროდონტოზი, პაროდონტოლიზი).

პირის ღრუს ჰიგიენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს კბილების პროფესიონალური წმენდა, რომლის საშუალებითაც ხდება ღრძილ-ზედა, ღრძილ-ქვედა ქვების და ნადების მოშორება. ნადების წარმოქმნა ხელს უქწყობს მიკროორგანიზმების გავრცელებას პაროდონტის რბილ ქსოვილებში და მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები ხდება მიზეზი ღრძილების დაავადებების გავრცელებისა.

სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ, ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის პირის ღრუს პროფილაქტიკური დათვალიერება და ჩატარდეს კბილების ჰიგიენური წმენდა. სტომატოლოგი ჰიგიენისტი, რომელიც ჩაგიტარებთ კბილების პროფესიონალურ წმენდას, აგრეთვე შეგირჩევთ პირის ღრუს მოვლის ჰიგიენურ საშუალებებს და გასწავლით კბილების სწორ გამოხეხვას სახლის პირობებში.

ჩვენს კლინიკაში კბილების ჰიგიენური წმენდა ხორციელდება რამოდენიმე მეთოდით:

  • ულტრაბგერის დახმარებით - კბილების ზედაპირიდან ქვების მოშორება, როგორც ღრძილზედა, ასევე ღრძილქვედა უბნებიდან.
  • ”Air-Flow”-ს მეთოდით - რბილი და პიგმენტური ნადების მოშორება. აპარატის მოქმედება დამყარებულია წყლის ჭავლზე, წნევაზე და აბრაზიულ ფხვნილზე.
  • აგრეთვე - ჯაგრისები, პასტები, ფლოსები (კბილის ძაფი) და სხვა დამხმარე საშუალებები.

პირის ღრუს პროფესიონალური წმენდა უმტკივნეულო პროცედურაა და როგორც ავღნიშნეთ უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ. ხოლო პაციენტებისთვის, რომლებიც არიან აქტიური მწეველები სასურველია ეს პროცედურა ჩატარდეს 3 თვეში ერთხელ.