ჰეპატიტის მსოფლიო დღეს

ჰეპატიტის მსოფლიო დღეს

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს.

C ჰეპატიტი სისხლით გადამდები ვირუსია, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, საქართველოში მათი რიცხვი კი 200 ათასს აღწევს.

არსებული რისკების გათვალიწინებით, სტომატოლოგიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიან სასტერილიზაციო მოწყობილობებსა და სტერილიზაციის პროცედურების უპირობო დაცვას. ეს იცავს არა მარტო პაციენტებს, არამედ სამედიცინო პერსონალსაც.

კლინიკა "დენტოკლუბში" გამოიყენება უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები.

ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი , ბოლო თაობის აპარატურით კერძოდ სპეციალური ინსტრუმენტების სარეცხი მანქანით,ავტოკლავებით (გერმანული ფირმის MELAG) და შესაფუთი აპარატით.

ყველა ინსტრუმენტი თავსდება სარეცხ მანქანაში, სადაც სამი სახის სადეზინფექციო ხსნარებით ხდება მათი სრულყოფილი რეცხვა-დეზინფექცია. ამის შემდგომ, იფუთება სპეციალურ პაკეტებში და თავსდება ავტოკლავში, სადაც მაღალი ტეპერატურისა და წნევის ქვეშ ხდება მათი სრულყოფილი სტერილიზაცია. ხოლო, სტერილური პაკეტი იხსნება თითოეული პაციენტის თვალწინ, უშუალოდ მკურნალობამდე.

ყოველი პაციენტის მიღებამდე ბორმანქანისა და ყველა სამუშაო ზედაპირის დამუშავება ხორციელდება უმაღლესი ხარისხის სადეზინფექციო ხსნარებით.

✔✔ კლინიკა “დენტოკლუბში” ყველა ინსტრუმენტი გადის დეზინფექცია-სტერილიზაციის სრულყოფილ ციკლს.

უკან დაბრუნება