სასწავლო კურსი

სასწავლო კურსი

27 მაისს დენტოკლუბის ორგანიზებითა და დენტალმარკეტის მხარდაჭერით დინამოს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სასწავლო კურსი თერაპევტ-სტომატოლოგებისთვის. თემა გახლდათ "თანამედროვე კონცეფცია ენდოდონტიურ მკურნალობაში", რომელსაც უძღვებოდა უკრაინელი სპიკერი ანდრეი პოლოვი.

სალექციო ნაწილი მოიცავდა:
-დიაგნოსტიკა ენდოდონტიაში
-ახალი შესაძლებლობები და ტექნოლოგიები 
-პირველადი ენდოდონტია და ახალი ფილოსოფია
-ახალი ინსტრუმენტები ენდოდონტიაში
-მიკროქირურგიული ენდოდონტია (ჩვენება და შედეგი)
-ვიტალური თერაპია, პულპა და სხვა.

ჩატარდა დემონსტრაცია Labomed-ის მიკროსკოპით:
-True Tooth-ზე მუშაობა მიკროსკოპით
-დახურული პერფორაციები ბიოკერამიკით
-მიკროქირურგიული ასპექტები ენდოდონტიაში.

მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს და ორგანიზატორს შესანიშნავი დღისთვის.
დენტოკლუბი ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვისა და ახალი გამოწვევებისთვის.

 
უკან დაბრუნება